LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაა ზაზა: ფაჩულიას ეპიზოდი ტოპ 10-ში პირველ ადგილზეა (ვიდეო)

93

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” “ჩიკაგო ბულს” უმასპინძლა და ანგარიშით 143:94 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 18:58 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო.
“უორიორს” 14 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მეორე ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას ზაზა ფაჩულიას 26 ნოემბერს შინ “ნიუ ორლეანთან” ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

 

 

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 24 ნოემბრის სათამაშო დღის ათი საუკეთესო მომენტი განათავსა და პირველ ადგილზე გავიდა “გოლდენ სტეიტის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია.
“ჩიკაგოს” წინააღმდეგ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ფაჩულიამ ბურთი ჩაუჭრა რობინ ლოპესს და სწრაფ შეტევაში ჯორდან ბელს ჩაატენინა ბურთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები