LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, ამ დროს დარიგდება ვაშლი – ალექსანდრე ჯეჯელავა

142

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, განცხადებით, სკოლაში ვაშლის დარიგების გადაწყვეტილება მედიკოსებთან და კვების სპეციალისტებთან კონსულტაციით მოხდა.

მინისტრის თქმით, ვაშლი სკოლებში დიდი დასვენების დროს დარიგდება.

ჩვენ ვაბრუნებთ დიდ შესვენებებს, რომელიც ბოლო დროს შეკუმშული იყო. ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ იმიტომ, რომ წყნარად მირთმევის საშუალება ჰქონდეთ ბავშვებს, ვაშლი იქნება თუ სხვა საკვები. ამ დიდი დასვენების დროს დარიგდება ვაშლი, თითო ვაშლს მიიღებს თითო მოსწავლე, ვისაც სურვილი არ ექნება, რა თქმა უნდა, არავინ დააძალებს, რომ ასე მიირთვას, – განაცხადა ჯეჯელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები