LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა მანია და პაპუნა შარიქაძე  „გრემის“ მფლობელ არტისტებთან ერთად გამოვიდნენ

124

ნიუ იორკმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ონლაინ ჯაზ მუსიკალურ კონკურსს უმასპინძლა, რომლის სახელწოდებაა Made in New York Jazz Competition, კონკრეტულად კი მის შემაჯამებელ გალაკონცერტზე.

წელს ამ კონკურსში საქართველო პირველად ჩაება და პირველივე მცდელობაზე წარმატებას მიაღწია, მაია ბარათაშვილი თბილისის ბიგბენდთან ერთად ორ საუკეთესო ვოკალისტს შორის დასახელდა, ხოლო ვაჟა მანიას კვარტეტი, დაგროვილ ხმათა რაოდენობით, კონკურსის ფინალში გავიდა. მოგვიანებით, ჟიურის გადაწყვეტილებით, ვაჟა და მისი კვარტეტის წევრი, პიანისტი პაპუნა შარიქაძე შემაჯამებელ კონცერტზე წარდგნენ  „გრემის“ მფლობელ არტისტებთან ერთად – კონკურსის ჟიურიში „გრემის“ არაერთგზის მფლობელი მუსიკოსები არიან, ამთ შორის ლენი უაითი, რენდი ბრეკერი და მაიკ სტერნი.

Made in New York Jazz Competition ჯერ მხოლოდ სამი წელია, რაც არსებობს და მის ანგარიშზე 30000 მუსიკოსია დარეგისტრირებული მსოფლიოს 55 ქვეყნიდან. წელს შესაძლოა, ფესტივალის რუკაზე საქართველოც მოინიშნოს. ქართველი კონკურსანტები მიიჩნევენ, რომ ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება ქართელი მუსიკოსებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები