LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა მანია ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზ-კონკურსის ფინალისტია

109

ნიუ–იორკის საერთაშორისო ჯაზკონკურსის “MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION” ფინალისტების ვინაობა ცნობილია.

„ვაჟა მანიას კვარტეტი” (ვაჟა მანია (ვოკალი), პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგიკაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი) და გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) იმშემსრულებელთა შორის მოხვდა, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს. ამინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც „კვირას“ სამინისტროში განუცხადეს, წელს კონკურსის ჟიურის წევრები “LENNY WHITE”, “RANDY BRECKER” და “MIKE STERN” პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს – “გრემის” მფლობელი და მრავალგზის ნომინანტები არიან. ახლა სწორედ მათ უნდაგადაწყვიტონ, ვინ გახდება კონკურსის გამარჯვებული. შედეგები რამდენიმე დღეშიგახდება ცნობილი.

“MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION” ჯერ მხოლოდ 3 წელია, რაც მსოფლიომუსიკალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 2,5 მილიონი ატვირთულივიდეო, 30 000 დარეგისტრირებული ჯაზ მუსიკოსი და კონკურსის ათეულობითმონაწილეა მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.

ყოველწლიურად, მსმენელების და ჟიურის წევრების ხმების დაჯამების შედეგად,ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სხვადასხვა ჯილდოს მოპოვების გარდაშესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ გალაკონცერტში, რომელიცტრადიციულად მაისის ბოლოს, ნიუ–იორკში “TRIBECA PERFORMING ARTS CENTER”-შიიმართება. შემდგომ “MADE IN NEW YORK JAZZ FESTIVAL” მოგზაურობას იწყებსსხვადასხვა ქვეყნებში.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა მანიადა პაპუნა შარიქაძე, ბერკლის სამუსიკო კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები