LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაისი იწყებს: ახალმა მწვრთნელმა 20 ფეხბურთელი ჩამოწერა

61

საქართველოს ნაკრები 29 მარტს ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სადებიუტო მატჩისთვის ამ ეტაპზე გუნდში 20 ფეხბურთელი გამოიძახა. კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ვლადიმირ ვაისი 21 წლამდე ნაკრებიდან სან მარინოსთან 23 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ დაიმატებს. საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან სასტუმრო „ჰუალინგში“ შეიკრიბება. სავარჯიშო პროცესს კი ჩვენი გუნდი თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე გაივლის.

მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“ რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი)

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („დინამო თბილისი), უჩა ლობჟანიძე („დინამო თბილისი“), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („სკა-ენერგია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“,ჰოლანდია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო“, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ესქიშეჰირსფორი“, თურქეთი), ნიკა ძალამიძე („რიზესფორი“, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი“, გერმანია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ქვილითაია („დინამო თბილისი)

ვლადიმირ ვაისის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყაზახეთთან მატჩში „დინამო არენაზე“ შედგება. მატჩი 29 მარტს, 21:00 საათზე ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები