LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაისი ქეცბაიას და ჩივაძეს ეჯიბრება: მალე სლოვაკი ყველაზე მეტს მოიგებს

84

საქართველოს ნაკრებში მთავარ მწვრთნელად 19 სპეციალისტს უმუშავია. მათგან ყველაზე მეტი მატჩი ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩაატარა. ის ნაკრებში 2010 წელს მოვიდა და 2014 წლამდე დარჩა. ქეცბაიას ანგარიშზე 40 მატჩია: 13 მოგება, 9 ფრე და 18 წაგება.

გამარჯვებების რაოდენობით, ქეცბაიასთან ერთად, ალექსანდრე ჩივაძე ლიდერობს, თუმცა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა 13 მოგება 35 მატჩიდან დააგროვა.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, მას რეალური შანსი აქვს, რომ შედეგი გააუმჯობესოს: სლოვაკის ანგარიშზე ამჟამად 28 მატჩია, რომელთაგან გუნდმა 11 მოიგო და თუ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დარჩენილი ორი შეხვედრა ანდორისა და ყაზახეთის წინააღმდეგ გამარჯვებით დაასრულა, ვაისის ანგარიშზე 30 მატჩი და 13 მოგება იქნება.

გარდა ამისა, ვლადიმირ ვაისი პირველი მწვრთნელია დავით ყიფიანის შემდეგ, რომელსაც დადებითი ბალანსი აქვს.

1997 წელს, ყიფიანის მეთაურობით, გუნდმა 4 მატჩი მოიგო და 2 წააგო, ვაისს კი 11 მოგება და 9 წაგება აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები