LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაისი რჩება: გვაქვს შანსი ვიოცნებოთ ევროპის ჩემპიონატზე

94

საქართველოს ნაკრებს კვლავ ვლადიმირ ვაისი უხელმძღვანელებს.

როგორც თავად ვაისმა კვიპროსთან და ბელარუსთან ამხანაგურ მატჩებამდე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრები 2016 წლის მარტში ჩაიბარა, კონტრაქტი კი მიმდინარე წელს უსრულდება. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ვაისის ხელმძღვანელობით ვერცერთი შეხვედრა მოიგო, 5 მატჩი ფრედ ითამაშა, 5 კი წააგო და 5 ქულით ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

 

 

საქართველოს ნაკრები ყველა ქალაქში უნდა ნახონ

– ორი მნიშვენლოვანი თამაში გველის. მეტოქეები ძალიან გვანანიმ გუნდებს, რომლებსაც საკვალიფიკაციო ტურნირზე შევხვდებით. ცხადია, ეს თამაშები წაგვედგება. ჩვენი მიზანი მოგება და მომდევნო მატჩებისთვის მომზადებაა. მომავალი წლის შემოდგომა ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენთვის, რადგან გვაქვს შანსი ვიოცნებოთ ევროპის ჩემპიონატზე. აქამდე მხოლოდ თბილისში ვთამაშობით, ახლა კი გორსა და ქუთაისში მივიღებთ მეტოქეებს, რათა საქართველოს ნაკრები ყველა ქალაქში იხილონ.

კვერკველიას დასვენების საშუალება მივეცით. დიდი დატვირთვის ქვეშ თამაშობს ბოლო პერიოდში და მისი არგამოძახების მიზეზიც სწორედ ეს არის. ორი კვირა დაისვენებს და გააგრძელებს მაღალ დონეზე თამაშს. ის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. ვადევნებ თვალს ბაჩო არაბულის თამაშს. ის იყო ჩვენთან ერთად გასულ წელს, თუმცა ამჯერად ჩვენთან ერთად მყოფ ფეხბურთელებზე გავაკეთე არჩევანი.
ახალწვეულებს გუნდთან შეწყობის პრობლემა არ ჰქონიათ. ვემზადებით ჩვეულებრივ რეჟიმში.

პირველ თამაშს 4-2-3-1 სქემით ვითამაშებთ, ხოლო მეორე თამაშზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. გვაკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, თუმცა მოახლოებული შეხვედრებისთვის შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივეცით.

ჩვენს მთავარ პრობლემად მომენტების რეალიზაცია რჩება, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

კაშია პატრიოტი და პროფესიონალია

მე ყოველთვის გურამ კაშიას გვერდით ვიქნები. ვფიქრობ, გურამი და ჯაბა კანკავა დღეს ყველაზე დიდი პროფესიონალები არიან ქართულ ფეხბურთში. სხვა საკითხებში არ ვერევი, ჩემთვის მთავარია, როგორ ფორმაშია ფეხბურთელი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები წლის უკანასკნელ შეხვედრებს 10 და 13 ნოემბერს, გორსა და ქუთაისში გამართავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები