LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკანსია მექსიკაში – ხელფასი თვეში 10 ათასი დოლარი

184

უცნაური ვაკანსია მექსიკაში – კურორტ კანკუნაზე უფასოდ ცხოვრება და ანაზღაურება თვეში 10 ათასი დოლარი.

ვებგვერდმა Cancun.com-მა ვაკანსია გამოაქვეყნა – “კანკუნის თავგადასავლების დირექტორი” (CEO). პირი, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს, 6 თვის განმავლობაში მექსიკურ კურორტზე დრო უნდა გაატაროს. ხელფასი თვეში 10 ათასი დოლარი იქნება.

ამ პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა უნდა გამოიკვლიოს საინტერესო ადგილები და მათ შესახებ სოციალურ ქსელებსა და Cancun.com-ის ბლოგზე წეროს, გადაიღოს ფოტოები და ვიდეოები.

ვაკანსიის პირობებში აღნიშნულია, რომ CEO უფასოდ იცხოვრებს “კურორტის დიდებულ სასტუმროში”. მოთხოვნის გაგზავნის ვადა დეკემბრის შუა რიცხვებში ამოიწურება. ანკეტაში საჭიროა მიუთითოთ თქვენი სოციალური ქსელების ბმულები და გადაიღოთ მოკლე ვიდეო საკუთარი თავის შესახებ.

2018 წლის იანვარში შეარჩევენ 50 საუკეთესო გზავნილს. საბოლოოდ კი 5 ფინალისტს გამოარჩევენ – ისინი კანკუნზე გამარჯვებულის გამოსავლენად გაემგზავრებიან. მუშაობა 2018 წლის მარტიდან აგვისტომდე გაგრძელდება.

ვაკანსია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები