LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში დაჭრილი პირი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია

84

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად  ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც  რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი თქმით, ადვოკატის მდგომარეობა მძიმეა. რაც ეხება მომხდარის მიზეზს, ხატიაშვილის განმარტებით, ამას გამოძიება დაადგენს.

ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მას ამ წუთებში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ოპერაცია უტარდება.  ადვოკატს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც რადიო “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები