LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში კაფე ანტრეს გაქურდვისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაკეში მდებარე კაფე “ანტრეს” გაქურდვისთვის არასრულწლოვანი, 2001 წელს დაბადებული დ.ყ დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ყ.-მ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“, სალაროდან ფული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე გამოავლინეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ შსს-ში.

კაფის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები