LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში მოკლული პირი სოსო ჯოხაძეა

124

ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა კვლავ გადაკეტილია. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები. ავტომობილი, რომელშიც მკვლელობა მოხდა ისევ შემთხვევის ადგილზეა.

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

რაც ეხება მეორე მამაკაცს, რომელიც შემთხვევის შედეგად დაიჭრა, ის ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც  რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი თქმით, ადვოკატის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც რადიო “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები