LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

90

სოსო ჯოხაძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ სამი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ო.გ. -ზესტაფონში, 1991 წელს დაბადებული თ.შ. – თეთრწყაროში, ხოლო 1996 წელს დაბადებული ს.მ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები