LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ის მძიმე მდგომარეობაშია

69

ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ეკა ხოფერია წერს, ინტერვიუს აღებისას ვახტანგ რჩეულიშვილისგან შეიტყო, რომ მას ბიოფსია აუღეს და ის იმედს იტოვებდა, რომ სერიოზული არაფერი იყო… თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას სიმსივნის მეოთხე სტადია აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსუდან კერვალიშვილი ავრცელებს. ოჯახის წევრების განცხადებით, მდგომარეობა კრიტიკულია…

გთავაზობთ ეკა ხოფერიას პოსტს, რომელიც “ფეისბუქზე” დაწერა:

“ერთი კვირის წინ ჩავწერე, მითხრა, ბიოფსია აიღესო, არ ვიცი , იმედია, არაფერი სერიოზულიო. ორი დღის წინ ვიგებ ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ოპტიმიზმი არ გამართლდა, მძიმე ვითარებაა. არ ვიცი რა ვთქვა, ვისაც ეს ეხება, იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს ნაპოვნი, იქნებ მაია რჩეულიშვილის  ციხეში ყოფნით არ წყდება დაზარალებულთათვის ბინების დაბრუნების პრობლემა, იქნებ მძიმე ავამყოფობამ, რომელიც ასე თავს დაატყდა ამ ოჯახს, ჰუმანური და კანონიერი გამოსავალი  მოგვაძებნინოს. ახლა იმედზე დაიწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერვიუ, რომელიც დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ. მომწერეთ, რას ფიქობთ, სად არის გამოსავალი…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები