LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში არანაირი მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა – ილია ელოშვილი

140

მერიის პოზიცია ცალსახაა – ჩვენ პირობებში არავითარ შემთხვევაში ვაკის პარკში არანაირი მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა. ჩვენთვის ვაკის პარკი არის ხელშეუხებელი სარეკრეაციო ზონაა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ილია ელოშვილის განცხადებით, ეს საკითხი მთლიანად იურიდიულ სივრცეშია გადასული და მერია პროცესში არ ერევა.

„ვაკის პარკში მშენებლობა არის სრულიად იურიდულ სივრცეში გადასული დიდი ხნის დაწყებული პროცესი. მერია აბსოლუტურად პასიურია და არ მონაწილეობს ამ პროცესში. ჩვენთვისაც ვაკის პარკი არის ძალიან მნიშვენლოვანი სარეკრეაციო ზონა და თუ თქვენ კითხულობთ მერიის პოზიციას, ცალსახაა, რომ ვაკის პარკი სარეკრეაციო ზონად უნდა დარჩეს. ჩვენ, ფაქტიურად, თავიც კი არ დაგვიცვია სასამართლოში, პროცესებზეც კი არ ვყოფილვართ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროცესი გასულია ჩვენი სანებართვო ველიდან და ეს არის სრულიად იურიდიულ კონტექსტში განსასაზღვრი საკითხი. მერიის პოზიცია, რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ ჩვენ პირობებში არავითარ შემთხვევაში იქ არანაირი მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და შესაბამისად, ჩვენთვის ვაკის პარკი არის ხელშეუხებელი სარეკრეაციო ზონა,“ – განაცხადა ელოშვილმა.

მისივე ვარაუდით, პროცესი უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები