LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკთან მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

92

თბილისში, ვაკის პარკთან მანქანა დაიწვა. ამის შესახებ “ფორტუნამ” ერთ-ერთი მოქალაქისგან შეიტყო.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მანქანას ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნე, თუმცა დანაშაულის ნიშნები საქმეში არ იკვეთება, შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა”, – განაცხადეს შსს-ში.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები