LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაკო მოტორსის” შეთავაზება სატვირთო ავტომობილის მძღოლებს

267

„ვაკო მოტორსი” სატვირთო ავტომობილების მძღოლებს 44 სხვადასხვა ბრენდის ავტონაწილებს, ფილიტრებს, ზეთებსა და სხვა პროდუქციას სთავაზობს. გარდა ამისა, „ვაკო მოტორსის” სერვისცენტრებში შესაძლებელია სატვირთო ავტომობილების შეკეთება, დიაგნოსტიკა და სხვა.

„ვემსახურებით 7 ბრენდის სატვირთო ავტომობილებს. ეს ბრენდებია: VOLVO, DAF, SCANIA, MAN, RENAULT, IVECO და MERCEDES. ვახორციელებთ ამ ავტომობილებისთვის 44 დასახელების ცნობილი ბრენდის ავტონაწილების იმპორტს. გარდა ამისა, ამ ავტომობილების მძღოლებს ვთავაზობთ ავტო სერვისსაც. გვაქვს ავტონაწილების 3 მაღაზია და 2 სერვისცენტრი”, – განმარტეს „ვაკო მოტორსში”.

მათივე ინფორმაციით, „ვაკო მოტორსის” სერვისცენტრები განთავსებულია: ორხევში, ახვლედიანის 15 ნომერში, მეორე სერვისცენტრი კი ავტობანზე, სოფელ წიწამურთან მდებარეობს (თბილისი-სენაკი-ლესელიძე 23/800 კილომეტრი). ორივე სერვისცენტში წარმოდგენილია „ვაკო მოტორსის” ავტონაწილების მაღაზიაც. ავტონაწილების მესამე მაღაზია კი დიღმის მასივში, მე-6 კვარტალში მდებარეობს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, სამომავლოდ ქსელის კიდევ უფრო გაფართოება და რეგიონებში „ვაკო მოტორსის” მაღაზიებისა და სერვისცენტრების გახსნა იგეგმება.

რაც შეეხება „ვაკო მოტორსის” უპირატესობებს, ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეებთან შედარებით, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს არის მომსახურების მაღალი ხარისხი და კონკურენტუნარიანი ფასები.

ცნობისთვის, კომპანია „ვაკო მოტორსი” ქართულ ბაზარზე 2010-2011 წლებში გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები