LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკომ გოლით დაიწყო (ვიდეო)

73

ამერიკის შეერთებულ შტატებში „მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) რეგულარული ჩემპიონატი განახლდა. ვაკო ყაზაიშვილის „სან ხოსე“ სტუმრად თამაშობდა „ნიუ იორკ რედ ბულსთან“ და 1:5 წააგო.

ყაზაიშვილმა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო შეხვედრა და თამაშში მეორე ტაიმის სტარტიდან ჩაება. „სან ხოსეს“ რიგებიდან ერთადერთი გოლი სწორედ ქართველ შემტევს ეკუთვნის: ვაკომ 88-ე წუთზე ალბანელი იაჰმირ ჰიკას პასით 1:3 გახადა ანგარიში.

20 მატჩის შემდეგ, „სან ხოსე“ დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, რაც პლეი ოფის ზონას წარმოადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები