LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკოს ამერიკული გოლი და სხვა ქართული ამბები (ვიდეო)

40

გასულ შაბათ-კვირას ქართველი ლეგიონერების გუნდების მატჩები გაიმართა.

 

MLS-ში ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსემ” “ფილადელფიას” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა. ყაზაიშვილი, რომელმაც მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო შეხვედრაში პირველი გოლი მე-3 წუთზე გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა. ყაზაიშვილისთვის ეს მეორე ამერიკული გოლია.

 

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას “სევილია B” “ოსასუნას” ესტუმრა. მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. აბურჯანია მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა.

სლოვაკეთში გიორგი ჭანტურიშვილი “ტრნავა” მე-5 ტურში შინ “სლოვანთან” ანგარიშით 1:2 დამარცხა. ჭანტურიშვილმა სრულად ითამაშა.

გიორგი ბერიძის “ტრენჩინი” ასევე შინ დამარცხა. “მიჩალოვცესთან” მატჩში ბერიძე მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა.

რუსეთის პრემიერლიგაში “ურალისა” და მოსკოვის ცსკა-ს შორის მე-7 ტურის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა. გიორგი ჭანტურია მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა.

ჯანო ანანიძის “სპარტაკმა” საბა კვირკველიას “ლოკომოტივს” უმასპინძლა. მოსკოვურ დერბიში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, რომლებმაც მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხეს. ანანიძე 49-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო კვირკველიამ სრულად ითამაშა.

ყაზანის “რუბინმა” შინ 6:0 გაანადგურა ჯაბა ლიპარტიასა და გიორგი ლორიას “ანჟი”. ლორია განაცხადში არ იყო, ხოლო ლიპარტია მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა.

რუმინეთში, აკაკი ხუბუტიას “გაზ მეთანი” მე-7 ტურში “ტიმიშოარასთან” 0:2 დამარცხდა. ხუბუტიამ სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

პოლონეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ლაშა დვალის “პოგონმა” სტუმრად ლუკა ზარანდიას “არკა” 3:0 დაამარცხა. დვალმა სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ზარანდიას ტრავმა აქვს.

ნიკა კაჭარავას “კორონა” სტუმრად “პიასტთა” ანგარიშით 0:2 დამარცხდა. კაჭარავა მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, თუმცა სხვაობის შემცირება ვერ შეძლო.

უნგრეთში, ბაჩანა არაბულის “ბალმაზივაროში” მე-6 ტურში სტუმრად “პუშკასთან” 1:2 დამარცხდა. სტუმართაგან ერთდერთი გოლი 64-ე წუთზე პენალტიდან არაბულმა გაიტანა. ეს არაბულის რიგით მეორე გოლია უნგრული გუნდის მაისურით.

ავსტრიაში, გიორგი ქვილითაიას “რაპიდი” მე-5 ტურში შინ “შტურმთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ქვილითაია 46-ე წუთზე შეცვალეს.

 

sportall.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები