LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკვირდებით, რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში – კოჟორიძე ანდრიაძის ბრალდებებზე

119

“ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენც და ალბათ, საზოგადოებაც, თუ რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში,” – ამის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ანდრიაძის, ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც  ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, უმძიმესი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ცდილობს, პრეზიდენტის აბსურდული კრიტიკით ყურადღება გადაიტანოს.

“სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა იქნება ინდულგენცია. ჩვენ არასოდეს მსგავს აბსურდებს არ ვპასუხობთ,” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ მარგველაშვილი “საქართველოს ერთიანობის მტრებს – თურქეთის მოქალაქეებს” ორმაგ მოქალაქეობას ანიჭებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები