LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი მელაძის შვილის მდიდრული ქორწილი მარაკეშის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში (ფოტოები+ვიდეო)

192

ვალერი მელაძის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან გათხოვდა. შეგახსენებთ, რომ მომღერალმა პირველ მეუღლესთან, ირინე მალუხინასთან 18 წელი გაატარა, სანამ ალბინა ჯანაბაევას მოიყვანდა ცოლად. ინგა მელაძის ქორწინება რუსული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ინგა მელაძემ და წარმოშობით მაროკოელმა ნორი ვერგეზემ ხელი ჯერ კიდევ იანვარში მოაწერეს, თუმცა ვალერი მელაძემ მდიდრული ქორწილის გადახდა მოისურვა და აღნიშნა, რომ სანამ თავად არ გაერთობოდა შვილისა და სიძის ქორწილში, მანამდე მათ ქორწინებას კანონიერად არ ცნობდა.

მამის „მუქარამ“ გაჭრა და მარაკეშის მდიდრულ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ასამდე სტუმარი შეიკრიბა ახალგაზრდების ბედნიერების გასაზიარებლად. გოგონა საკურთხეველთან მამამ მიიყვანა. ინგას ულამაზესი გრძელი შლეიფიანი კაბა ეცვა. რასაკვირველია, ვალერი მელაძემ საკუთარი ქალიშვილის ქორწილში იმღერა კიდეც. პატარძალი სიამოვნებით აჰყვა მამის სიმღერას და თავადაც მასთან ერთად იმღერა.

 

#ВалерийМеладзе #ИнгаМеладзе #VERGLADZE

A post shared by V A L E R I Y M E L A D Z E (@vvmmeladze) on

#ВалерийМеладзе #ИнгаМеладзе #VERGLADZE

A post shared by V A L E R I Y M E L A D Z E (@vvmmeladze) on

#ВалерийМеладзе #ИнгаМеладзе #VERGLADZE

A post shared by V A L E R I Y M E L A D Z E (@vvmmeladze) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები