LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალესა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

64

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე “და ქუთაისის აეროპორტი, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების, ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (21 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და 6 ცალი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი გადასაკრავი პლასტირი აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები