LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვამაყობ, რომ მუსლიმი ვარ: ბელა ჰადიდმა ტრამპის მიგრაციის პოლიტიკაზე კომენტარი გააკეთა

159

მოდელი ბელა ჰადიდი ტერი რიჩარდსონის ობიექტივში მოხვდა და ჟურნალისთვის Porter იპოზიორა. 20 წლის მუსლიმმა მოდელმა კომენტარი დონალდ ტრამპის პოლიტიკაზეც გააკეთა. მიმდინარე წლის თებერვალში ბელამ და მისმა დამ, ჯიჯიმ, ტრამპის მიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობა მიიღეს.

„მამაჩემი დევნილი იყო, როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა. ის ძალიან მორწმუნე იყო, ყოველთვის ერთად ვლოცულობდით. ვამაყობ, რომ მუსლიმი ვარ. ჩვენ არ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს ცუდად ეროვნების გამო. პატივისცემას ყველა იმსახურებს“, – განაცხადა მოდელმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები