LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვამაყობ,რომ NDI საქართველოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს” – მადლენ ოლბრაიტი

87

”ვამაყობ,რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტმა განუცხადა.

ამ წუთებში პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები პარლამენტში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარეს ხვდება.შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, თუმცა მცირე კომენტარი მადლენ ობრაიტმა ქართულ მედიასთან შესვენებისას გააკეთა.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოკრატიულ პროცესებსა და მის განვითარებას.
NDI-ის თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტი ბილ კლინტონის პრეზიდენტიბის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები