LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანესა მეი უკვე ბათუმშია – მუსიკოსი რეპეტიციისთვის ემზადება

69

ცნობილი მუსიკოსი ვანესა მეი უკვე ბათუმშია. ის აჭარაში, თავის ჯგუფთან ერთად, გუშინ საღამოს ჩაფრინდა და სასტუმრო „ჰილტონში“ დაბინავდა. ჯერჯერობით მევიოლინე ისვენებს, ხვალ კი „ბლექ სი არენაზე“, ორკესტრთან ერთად, პირველ რეპეტიციას გამართავს.

ვანესა მეის საქართველოში საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მუსიკოსი კონცერტებს იშვიათად მართავს, ამიტომ მისმა კონცერტმა შეკვეთილის არენაზე საზღვრებს გარეთაც დიდი ინტერესი დაიმსახურა.

მისი მენეჯმენტი საკმაოდ მომთხოვნი და მკაცრია. სავარაუდოდ, მეი მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

კონცერტი ხვალ, 6 აგვისტოსაა დაგეგმილი. ვისაც ბილეთები ჯერ არ შეგიძენიათ, შეგიძლიათ ესტუმროთ საიტს tkt.ge ან ბილეთები ადგილზე შეიძინოთ, „ბლექ სი არენის“ სალაროებში.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები