LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო ჯავახიშვილის პასუხი ემზარ კვიციანს:  „ეს განცხადება ჩემი ოჯახისთვის ძალიან საზიანოა…“

48

ემზარ კვიციანმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე განცხადება დადო, რომელიც ვანო ჯავახიშვილს ეხება და სადაც საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა იგეგმებოდეს.

„მეგობრებო, დიდი ყურადღება გვმართებს!

შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი, და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი, გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში, და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლის ღვრა ახასიათებთ! უახლოესი წარსული გაიხსენეთ, გიორგი სანაია .ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით?

ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ, მე ვფიქრობ ,რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი. ასე თუ ისე ნიჭიერი მასხარაა და ახალგაზრდობას შეაყვარა თავი და პიარსაც გვარამია პროკურორის ტელევიზია სერიოზულს ააგორებს! სუსს, შსს-ს,პროკურატურასა და სასამართლოს დაბლოკავენ ისევე ,როგორც ჟვანიას შემთხვევაში, შარაძისა და უამრავი მკვლელობის გაუხსნელობით ფაქტები გვახსოვს სააკაშვილის პერიოდიდან!

წარმოიდგინეთ, ჟურნალისტების 90% რამხელა დაფინანსებას მიიღებენ და როგორ გააპრავებენ ყოველივეს და როგორ აღმოჩნდება უდანაშაულო ადამიანი ციხეში! და საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა! ამიტომ ვაფრთხილებ სპეცსამსახურებს და კერძოდ, იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი ორის თვალყურისთვის, როცა ბრძანებას მიიღებ, ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო, უბრალოდ გამოდი და ამხილე, ვინც შეგიკვეთა! პირობას გაძლევ,რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ! ყველამ იქ ,იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე სადაც ვართ, და აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება ღმერთს!!!“

Fortuna.ge ექსკლუზიურად დაუკავშირდა იუმორისტს, რომელიც თათბირზე იმყოფებოდა, მაგრამ ჩვენს შეკითხვებს მაინც უპასუხა.

ალბათ, გაეცანი ემზარ კვიციანის განცხადებას…

ვანო ჯავახიშვილი:

 გავეცანი და ცოტა არ იყოს, პირი დამრჩა ღია… მე მესმის მისი პოსტების მიზეზი ჩვენი მისამართით. თუკი იუმორს ვერ იგებს, ეს ასეთი პოსტების დაწერის უფლებას არ აძლევს. ჯობს, სხვანაირად გამაკრიტიკოს, ჩემს სფეროში, ვიდრე ასეთი პოსტები მომიძღვნას, რაც არ არის სწორი. ამ განცხადების გამო მისთვის პასუხის მოთხოვნას არ ვაპირებ, მაგრამ ზოგადად, მოვუწოდებ ყველას, ცოტა მეტი იფიქრონ, სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებენ.

ანუ ამ განცხადებას სერიოზულად აღიქვამ?

იცით რა, ემზარისგან ამას სერიოზულად ვერ მივიღებ, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო განცხადებაა. ეს განცხადება პირველ რიგში, ჩემი ოჯახისთვის არის საზიანო. ჩემს ოჯახზე ვნერვიულობ, რადგან როცა ამას წაიკითხავდნენ, აუცილებლად აღელდებოდნენ. ისეთი რამ მაინც დაწერონ ხოლმე, რასაც მცირედი საფუძველი მაინც აქვს. ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ინერვიულებენ და ჩემთვისაც უსიამოვნოა ასეთი განცხადებების კითხვა, რა აქვს ჩაფიქრებული, ვერ გეტყვით, გადაბრალების წყაროც მოფიქრებული აქვს… ძალიან არაკორექტული განცხადებაა.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები