LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილი აპირებს აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას – გიორგი ჩივიაშვილი

113

ვანო მერაბიშვილი აპირებს აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, – ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ჩივიაშვილმა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი კომისიისთვის მიმართვას არ აპირებს.

”ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება იყო პოლიტიკური და მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკურად დატვირთული. ის არ აპირებს რაიმე სახის განცხადების გაკეთებას და მიმართვას. სტრასბურგის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენ ვნახავთ, გავივლით, მოვისმენთ ხელისუფლების პოზიციასაც და შემდგომ გავაკეთებთ განცხადებას. თუ ხელისუფლება არ მოიქცევა ისე, როგორც ამას აკეთებს დემოკრატიული საზოგადოება და დემოკრატიული სახელმწიფოები, ბუნებრივია ჩვენ გვექნება მერე რეაგირება.
მიუხედავად იმისა რომ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია გვაქვს მსჯელობა, აპირებს თუ არა პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. დიახ, ის აპირებს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აქტიურად”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა. 

მერაბიშვილს ჯამში 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, მან უკვე მოიხადა 4 წელი და 5 თვე, ეს ვადა კი ე.წ. უდოს კომისიას უფლებას აძლევს, ვადაზე ადრე მისი გათავისუფლების საკითხი განიხილოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები