LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ციხეში ადვოკატი შევიდა

95

ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი შევიდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან ინფორმაცია ვერ მიიღო და ამ დეტალებს უშუალოდ მერაბიშვილისგან მოისმენს.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ გამოკვლევები ჩაუტარდა.

როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, მერაბიშვილს დაახლოებით ორი კვირაა სასუნთქი გზების პრობლემა აქვს, რის გამოც, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამ ეტაპზე ვანო მერაბიშვილი ისევ სასჯელაღსრულების დასწესებულებაშია დაბრუნებული.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მათივე ცნობით, მან კლინიკაში 1 საათი დაჰყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები