LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგი გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს

67

შს ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილია. როგორც მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება 28 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე გამოცხადდება.

”სასამართლოს სექციამ 2016 წლის ივნისში დაადგინა, რომ მერაბიშვილი საკნიდან უკანონოდ გაიყვანეს მასზე ზეწოლის მიზნით. კანონი დაარღვია მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, ხოლო საქმის გამოძიება ჩაფარცხა პრემიერ-მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრმა. სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა პოლიტიკურ კონტექსტს და პარალელი გაავლო ტიმოშენკოსა და ლუცენკოს საქმეებთან. მე-18 მუხლის დარღვევა სულ მეშვიდედ დადგინდა ევროსასამართლოს ისტორიაში, ეს არის ე.წ. პოლიტპატიმრების მუხლი და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღსრულების ეტაპზე სტანდარტულად ითხოვს აპლიკანტის გათავისუფლებას. ბოლო საქმეზე „ჯაფაროვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ აპლიკანტის გამარჯვებისთანავე პრეზიდენტმა ალიევმა პატიმარი შეიწყალა და ასე აიცილა თავიდან პრობლემები ევროპელ პარტნიორებთან”, – აცხადებს კახიძე.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ შარშან გაასაჩივრა სექციის გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1608978362494767&set=a.105677392824879.8637.100001478555898&type=3&theater

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები