LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო ზარდიაშვილი: მარგველაშვილს გაპრეზიდენტების შანსი აღარ აქვს

48

„პრეზიდენტობის ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, გიორგი მარგველაშვილი მეათე ადგილზე გავა“, – განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა.

უმრავლესობის კრიტიკა პრეზიდენტმა კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებული პოზიციის გამო დაიმსახურა.

„თუ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობას შევაფასებთ, ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება, რომ მას პრეზიდენტობის შანსი არა აქვს, პრეზიდენტს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და სააკაშვილის დროინდელ კონსტიტუციას ებღაუჭება, რომელიც შესაცვლელია, მათ შორის შესაცვლელია პრეზიდენტის არჩევის წესი. თუკი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება, მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს“,  – განაცხა ვანო ზარდიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები