LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანში წარმოებული დაფნა საექსპორტო ბაზრებზე გავა

271

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ვანში დაფნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო – შპს „ქართული დაფნა“  ამოქმედდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად  597 482 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს გამოიყენებს. პროდუქციის რეალიზაცია მთლიანად საექსპორტო ბაზრებზე განხორციელდება. საწარმოში 53 ადამიანია დასაქმებული.

კომპანიაში 2017 წლის ბოლომდე USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგება. 

ცნობისთვის, 2013 წლიდან დღემდე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები