LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაპირებთ ახალი არხების გაკეთებასაც,” – “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი

87

ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, ირაკლი რუხაძის თქმით,“მაესტრო“ წამგებიანი ტელევიზიაა და აპირებენ ახალი არხების გაკეთებას.

”მაესტრო“ არის უაღრესად წამგებიანი კომპანია, როგორც უამრავი ტელეკომპანია საქართველოში, როგორც უამრავის პატარ-პატარა ტელევიზია. როდესაც არხი არის წამგებიანი, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ინახავს მას მფლობელი და ზუსტად ამიტომ ხდება ტელეარხების პოლიტიზირება, რომ მფლობელი არხს ინახავს არა იმიტომ, რომ ბიზნესი ჰქონდეს, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. ამისგან გამოსავლის პირველი ნაბიჯი უნდ იყოს ის, რომ ტელევიზია იყოს მომგებიანი. ”მაესტროს” შანსი არ აქვს, რომ მომგებიანი ყოფილიყო თავისით, მაგრამ ”იმედთან” “GDS”- სთან და კიდევ სხვა არხებთან ერთად, მას ეს შესაძლებლობა უჩნდება“, – განაცხადა რუხაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არხების გაერთიანებას პოლიტიკური სარჩული არ უდევს საფუძვლად.

“ვაპირებთ ახალი არხების გაკეთებასაც – ზოგის ნულიდან, ზოგის კი, თუ საინტერესო შემოთავაზებები იქნება, შეძენას. ჩვენ კიდევ გავმსხვილდებით”, – აცხადებს რუხაძე.

„იმედმა“ „მაესტროსა“ და GDS-ის შეძენის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები