LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინა, რომელზეც საუბარია, ცოფის ვაქცინაა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

124

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის ინფორმაცია, რაც აუდიტის სამსახურმა გაავრცელა, არ შეესაბამება რეალობას.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაზე, რომელზეც საუბარია, ცოფის ვაქცინაა, რომელიც 2015 წელს კანონმდებლობის შესაბამისად არის ქვეყანაში შემოტანილი და მთელი წლის განმავლობაში 2016 წლის 20 მარტამდე გამოიყენებოდა. 18 თებერვალს კი მიღებული რეკომენადაციის შედეგად, აღნიშნული ვაქცინა სწორედ 20 მარტს ამოიღეს გამოყენებიდან.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამასთან დაკვაშირებით უწყებას აუდიტის სამსახურთანაც ჰქონდა კომუნიკაცია და ვაქცინების გამოყენების პერიოდში არცერთი გვერდითი მოვლენა და სერიოზული გართულება არ დაფიქსირებულა.