LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარაუდიც შემაშფოთებელია, რომ მანქანის აფეთქება შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს – კახა კოჟორიძე

128

თიანეთის საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებსა და დუშეთში მომხდარ თავდასხმას პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა. კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს არჩევნებს.

„უაღრესად შემაშფოთებელია გამოთქმული ვარაუდებიც კი, რომ ავტომანქანის აფეთქება შესაძლებელია, უკავშირდებოდეს საარჩევნო პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით არა ერთხელ აღნიშნა, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის, თუ ის შესაძლოა, უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცაა არჩევნები. ჩვენ ველით, რომ გამოძიება უსწრაფესად გასცემს არსებულ კითხვებზე პასუხებს და მიმდინარე სასამართლო დავაც იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად კანონიერად ჩატარდა თიანეთში არჩევნები, უსწრაფესად იქნება სამართლიანად განხილული,“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

თავდასხმა დუშეთში იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე მოხდა, რომლებიც თიანეთში საარჩევნო პროცესებს ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები