LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის – გია ვოლსკი

73

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის და ამით მოედანს ძველი დატვირთვა დაუბრუნდება. ვოლსკის შეფასებით, ვარდების მოედანი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2003 წლის რევოლუციის პოპულარიზაციის მიზნით დაარქვა.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება მაშინ იყო, როდესაც რესპუბლიკის მოედანს ეწოდა ვარდების მოედანი. პირველი რესპუბლიკის მოედანს თავისი პოლიტიკური დატვირთვა ყოველთვის ჰქონდა. ვარდების მოედანი იყო სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება ე.წ. ვარდების რევოლუციის პოპულარიზაციისთვის. სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს მოვლენა მთელი მსოფლიოსთვის პოლიტიკური ტრენდი გამხდარიყო,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლასა და მისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები