LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Variety აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გადასაღები ქვეყნის, საქართველოს შესახებ წერს

60

საქართველო კინოინდუსტრიის ყველაზე ცხელი წერტილი ხდება. მთიანი ქვეყანა, რომელიც აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობს – მნახველს განსხვავებული კულტურების ნაზავსა და უნიკალურ ხედებს სთავაზობს.

როგორც მოდური გამოცემა „Variety” წერს, საქართველო ნამდვილი აღმოჩენაა და მისით საერთაშორისო დონის კომპანიები ინტერესდებიან. ქართულ ბაზარზე არსებული საკმაოდ დაბალი ფასები კი ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ექსპერტთა აზრით, მსოფლიო ერთი და იმავე ქვეყნებით დაიღალა და დრო დადგა, რომ ეკრანებზე აზიური, ევროპული და საბჭოთა სტილების ნაზავით შექმნილი საქართველო გამოჩნდეს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ქართველი საზოგადოება – რომელიც მსგავსი ექსპერიმენტებისთვის მზადაა და ფილმის შემქმნელებს ყოველთვის მეგობრულად ხვდება. 5% -იანი ბონუსი კი, რომელსაც საქართველო საერთაშორისო სფეროში რეკლამირებისთვის იხდის, მას კიდევ უფრო მოთხოვნადს ხდის.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილ პროექტებს შორისაა ისეთი ფილმები, როგორიცაა – „ზღვრის მიღმა“, „მძევალი“, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, „პარტიზანი“ და სხვები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები