LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა

149

თბილისში, 1994 წელს დაბადებული ბიჭი, ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა დღეს, ვარკეთილის დასახლებში მოხდა.

ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელშიც. “ფეისბუქმომხმარებელი” ბაჩო შურღაია წერს, რომ ბიჭი ფარეხების თავზე, პატარა დაშენებაში იპოვეს.

“რაღაც უბედურება ხდება ამ ქვეყანაში.. არ ვიცი..
სახლში მოვდიოდი, ქალების კივილის ხმა გავიგე.. გავიქეცი, ამ ქალებს გავასწარი და გარაჟის თავზე, პატარა დაშენებაში 18-19 წლის ბიჭი იყო ჩამომხრჩვალი..
რა ჯანდაბა ხდება ამ დასაქცევ ქვეყანაში ვერ გავიგე..“ – წერს ბაჩო შურღაია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები