LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი იწყება

113

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის დაწყება დააანონსა და აღნიშნა, რომ პროექტი პირველ ეტაპზე ვარკეთილს შეეხება.

„მინდა შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, ვსაუბრობ ჩემს ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე, მხედველობაში მაქვს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. ჩვენ როგორც კი მოგვეცა ოფიციალურად უფლებამოსილება და მერიაში მუშაობას შევუდექით, მაშინვე დავიწყეთ სამუშაოები და პროექტების შედგენა, თუ რა შეიძლებოდა წარგვედგინა მოსახლეობისთვის. თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 მწვავე ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე და ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები