LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია (ფოტო, ვიდეო)

84

ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ხანძარი გაჩნდა (ვარკეთილი 3, II მიკრორაიონი). ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს მოეკიდა. შემდეგ კი ხეებზეც გადავიდა. სახანძრო სამსახური ადგილზე დროულად მივიდა (შეტყობინებიდან დახლოებით სამ წუთში) და კერების ჩაქრობა მალევე მოხერხდა. საშიშროება იყო, რომ ცეცხლი ახლო მდგარ ავტომანქანამდე მისულიყო, თუმცა მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს რეაგირება. დაიწვა პატარა ზომის ბაღის ტერიტორია.
სამაშველო სამსახურის მისვლამდე ბავშვებს ბოთლებით მიქონდათ წყალი და ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, რასაც ზრდასრული მამაკაცები თვალ-ყურს შორიდან ადევნებდნენ.

სახანძრო სამსახურმა მალევე დაასრულა სამუშაოები. არავინ დაზარალებულა და შემთხვევა ექსცესების გარეშე დასრულდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები