LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლები დაჭრეს

102

თბილისში, ვარკეთილში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლებს შორის კონფლიქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  კონფლიქტისას ერთ-ერთმა მძღოლმა რამდენიმე მათგანი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები