LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო მასტერსის გამარჯვებულია

109

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო მასტერსის გამარჯვებული გახდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ლიპარტელიანმა რეიტინგის პირველი ნომერი, ჰოლანდიელი მიხაელ კორელი, პირველივე წუთზე დაამარცხა.

დღესვე, სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე მსოფლიო მასტერსი ძიუდოში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილის ტრიუმფით დასრულდა.

ქართველმა ძიუდოისტმა, ფინალურ შეხვედრაში, სამხრეთ კორეელი დონგვან გვაკი შესანიშნავ სტილში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები