LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები ბრიტანულ ლაპლანდიას ესტუმრნენ

142

წინასაშობაოდ ლივ ტაილერი და დეივ გარდნერი შვილებთან ერთად ბრიტანულ ლაპლანდიას ესტუმრნენ. შესაბამისი ფოტოები მათ „ინსტაგრამზეც“ გააზიარეს და ყველას ბედნიერი შობა უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, ამავე ადგილს ბექჰემების ოჯახის მამრობითი სქესის წარმომადგენლები სტუმრობდა. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა დევიდი, ბრუკლინი და კრუზი არიან გამოსახულები. გამორიცხული არ არის, რომ ბექჰემები და ტაილერის ოჯახი ლაპლანდიაში ერთად გაერთნენ, რადგან მათ ნათესაური ურთიერთობა აკავშირებთ – დევიდი მათი უმცროსი შვილის ნათლიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები