LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებმაც წარსულში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ბედი გაიზიარეს

300

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის სკანდალური განქორწინების შემდეგ, ჩვენ გავიხსენეთ ვარსკვლავები, რომლეთა ურთიერთობა რომანტიკულად დაიწყო და სკანადლური განქორწინებით დასრულდა.

რიჩარდ ბარტონი და ელიზაბეტ ტეილორი

ლეგენდარული ვარსკვლავების რომანი დაწყებიდანვე რეზონანსული იყო. მათ ერთმანეთი ფილმ „კლეოპატრას“ გადაღებებზე გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ. მსახიობებმა 10 წელი იცხოვრეს ერთად და ამ დროის მანძილზე ორჯერ მოასწრეს განქორწინება და თავიდან დაქორწინება. ამის შემდეგ წყვილი 1975 წელს შეხვდა ერთანეთს და მათი მოულოდნელი შეხვედრა კვლავ ქორწინებით დასრულდა. ბარტონი და ტეილორი ზუსტად ერთ წელიწადში დაშორდნენ და მალევე სხვა პარტნიორები მოძებნეს. ტეილორი ამბობდა, რომ მათ ზედმეტად უყვარდათ ერთმანეთი. საბოლოოდ კი ეს ურთიერთობა ორივე მსახიობისთვის საკმაოდ მტკივნეული გამოდგა. აქ იყო ბევრი სკანდალი, ოჯახური ძალადობის ფატქები დ ალკოჰოლით გატაცება.

1

ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი

53 წლის ჯონი დეპისა და 30 წლის ემბერ ჰერდის ქორწილი სულ რაღაც 15 თვე გაგრძელდა. მოკლე დროის მანძილზე წყვილის ურთიერთობა მუდმივად მედიის განხილვის საგანი ხდებოდა. ემბერმა ყოფილ ქმარს ძალადობაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც დეპს ჰერდისთვის 7 მილიონის გადახდა მოუწია. თავის მხრივ ემბერ ჰერდმა ფული ქველმოქმედებაში გახარჯა და ამით გადასახადებისგან თავის არიდება შეძლო.

Art Of Elysium's 9th Annual Heaven Gala - Arrivals

ტომლი ლი და პამელა ანდერსონი

წყვილი 1995 წელს ოთდღიანი ნაცნობობის შემდეგ დაქორწინდა. უკვე 4 წელიწადში მეუღლები შვილების მეურვეობაზე დაობდნენ და პამელამ ტომი ლი ძალადობაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ სწორედ ლისთან ცხოვრების შემდეგ დაუდგინდა პამელა ანდერსონს C ჰეპატიტის დიაგნოზი. 1998 წელს ტომი ლი დააპატიმრეს, თუმცა, ციხიდან გამოვლის შემდეგ წყვილმა მაინც მოახერხა შერიგება. დღეს ტომი ლი და პამელა ანდერსონი ახლო მეგობრები არიან.

1E62B63A

შონ პენი და მადონა

წყვილი 1985 წელს დაქორწინდა. მედიაში მალევე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენი მადონაზე ძალადობდა. 1987 წელს მადონამ განქორწინება მოითხოვა, ორ კვირაში კი წერილი უკან გამოითხოვა. 1988 წელს შონ პენი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს და წყვილიც საბოლოოდ განქორწინდა. სამაგიეროდ დღეს ცნობილი მსახიობი და მომღერალი უახლოესი მეგობები არიან. პენი ხშირად ესწრება მადონას კონცერტებსაც.

4

ჩარლი შინი და დენის რიჩარდსი

დენის რიჩარდსმა განქორწინებაზე განცხადება 2005 წელს, სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეიტანა. თავის წერილში რიჩარდსი წერდა, რომ ჩარლი შინი არასტაბილური და ფეთქებადი იყო. უყვარდა ალკოჰოლი, აზარტული თამაშები და ხშირად იკარგებოდა მეძავებთან ერთად. უკვე დღეს რიჩარდსი ხშირად სტუმრობს ჩარლი შინს და აქტიურად უჭერს მას მხარს შიდსთან ბრძოლაში.

Charlie Sheen and Denise Richards during 2005 Screen Actors Guild Awards - Arrivals at The Shrine in Los Angeles, California, United States. (Photo by Jeff Kravitz/FilmMagic)

დევიდ გესტი და ლაიზა მინელი

2002 წელს წყვილის ქორწილი საოცრად მასშტაბური გამოდგა, ისევე როგორც მათი განქორწინება. მინელი ამ დრომდე ოთხჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, თუმცა, როგორც ჩანს წარუმატებელმა ოჯახურმა ურთიერთობებმა მას მაინც ვერაფერი ასწავლა. 16 თვიანი ქორწინების შემდეგ დევიდ გესტმა ლაიზა მინელი აგდებულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და მისგან 10 მილიონი მოითხოვა. თავის მხრივ ლაიზა მინელიმ ყოფილ ქმარს ფულის გამოძალვაში დასდო ბრალი. კონფლიქტი წლების შემდეგ წყვილის მორიგებით დასრულდა.

6

გაი რიჩი და მადონა

წყვილი ქორწინებაში 8 წლის მანძილზე იმყოფებოდა. ესაა ერთ-ერთი ყველაზე ძვირი განქორწინება მსოფლიო ისტორიაში, რომელიც მადონას 92 ათასი დოლარი დაუჯდა. განქორწინების პროცესმა ბევრი დეტალი გამოააშკარავა. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ გაი რიჩი ცოლს „ბებიას“ ეძახდა. მადონა კი მეუღლეს სახლში სტუმრების დაპატიჟების უფლებას არ აძლევდა. მოლაპარაკებები წყვილს შორის მხოლოდ ახლა განახლდა, როცა გაი რიჩისა და მადონას შვილმა როკომ განაცხდა, რომ მამასთან ცხოვრება სურს.

Madonna attends in Leicester Square the world premiere of the movie Rocknrolla by Guy Ritchie (Photo by Marco Secchi/Corbis via Getty Images)

ჯესი ჯეიმსი და სანდრა ბალოკი

სანდრა ბალოკმა ჯესი ჯეიმსთან განქორწინება ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყიტა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჯეიმსის მრავალრიცხოვანი რომანების შესახებ. მოგვიანებით ჯესი ჯეიმსი სექსუალური დამოკიდებულების დიაგნოზით მკურნალობდა კიდეც, თუმცა ბალოკზე ამან გავლენა ვერ მოახდინა.  განქორწინების შემდეგ სანდრამ შვილიც აიყვანა და მარტოხელა დედა გახდა.

16th Annual Screen Actors Guild Awards - Arrivals

ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი

წყვილის განქორწინება დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ყველასთვის. უცნაურია, მაგრამ კრუზმა განქორწინების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ამის შესახებ ნიკოლმა ტაბლოიდებიდან გაიგო. საბოლოო ჯამში მედიამ ტომ კრუზის უცნაური საქციელი საინეტოლოგიით ახსნა. რაც შეეხება კიდმანს, ის ხშირად იხსენებს ამ ქორწინებას და თვლის, რომ ეს დიდი შეცდომა იყო.

9

ჯეიმს კამერონი და ლინდა ჰემილტონი

წყვილი 1997 წელს დაქორწინდა და 1999 წელს განქორწინდა. ლინდა ჰემილტონი ამბობდა, რომ ამის მიზეზი კამერონის გადატვირთული გრაფიკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა რეჟისორისგან 50 მილიონი დოლარი მიიღო, ჰემილტონმ ამ ქორწინებაც მაინც საშინელი უწოდა. კამერონი მალევე დაქორწინდა მსახიობ სიუზი ემისზე.

10

პოლ მაკარტნი და ხიზერ მილსი

წყვილმა ქორწილის ცერემონიაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა. ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი განქორწინება გადაწყვიტა. მილსმა განქორწინების შემდეგ ავანსის სახით 48 მილიონი მიიღო, მაშინ როცა 250 მილიონს ითხოვდა. გარდა ამისა სასამართლომ პოლ მაკარტნის, ქალიშვილის აღსაზრდელად, წლიურად 70 ათასი დოლარის ალიმენტის გადახდა დააკისრა.

11

ალეკ ბოლდუინი და კიმ ბესინგერი

მეუღლეები 10 წლიანი თანაცხოვრების შედეგად 2002 წელს განქორწინდნენ. ამ საქმეში ფიგურირებდა ასამდე დოკუმენტი, 91 სასამართლო პროცესი და სამი მილიონი დოლარი, რომელიც სასამართლო გარჩევებზე დაიხარჯა. განქორწინებიდან 14 წლის შემდეგ ბესინგერმა განაცხადა, რომ ალეკ ბოლდუინთან კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა.

"I Dreamed of Africa" New York City Premiere

პოპულალურები