LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებსაც სიყვარული გვიან ეწვიათ (ფოტო)

226

30 წელს გადაცილებულ დასაქორწინებელ ქალებს ხშირად ეუბნებიან, რომ მათ გათხოვება დააგვიანეს. არადა სტატისტიკა მოწმობს, რომ გვიან დაქორწინებული ქალები ერთდროულად ახერხებენ რეალიზებას, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაშიც. ამის ნათელი დასტური არიან ის ვარსკვლავები, რომლებიც 35 წელს ზევით დაქორწინდნენ და რომელთა კარიერა მართლაც შესაშურია. ჩვენ შევკრიბეთ ის წარმატებული და საზოგადოებისთვის ცნობილი ქალები, რომლებიც 35 წელს ზევით დაქორწინდნენ და თავს ფანტასტიკურად გრძნობენ.

 

 

 

ჯერი ჰილიველიSpice Girls-ის ვოკალისტს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა ნამდვილი სიყვარული 41 წლის ასაკში იპოვა. ჯერი Red Bull Racing-ის ხელმძღვანელს, კრისტიან ჰორნერს გაჰყვა ცოლად.

1

ამალ კლუნი – მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და ლამაზი ადვოკატი 36 წლის ასაკში დაქორწინდა ჯორჯ კლუნიზე და მალევე გვარიც შეიცვალა.

2

პენელოპა კრუსი – ესპანელი ლამაზმანი და ჰავიერ ბარდემი ჯერ კიდევ მაშინ ხვდებოდნენ  ერთმანეთს, როცა პენელოპა 17 წლის იყო. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და წყვილი მაშინ დაქორწინდა, როცა კრუსი 36 წლის იყო.

3

რეიჩელ უაისი – კინოს ისტორიაში ყველაზე მიმზიდველი ბონდის, დენიელ ქრეიგის გულის მოგება არც ისე ადვილია. ოსკაროსანმა რეიჩელ უაისმა ის ფილმის გადაღებებზე გაიცნო და მალევე ცოლადაც გაჰყვა. რეიჩელ უაისი ამ დროს 41 წლის იყო.

4

როუზ მაკგოუნი – როუზის გამო რეჟისორმა რობერტ როდრიგესმა ოჯახიც კი დაანგრია. მის ბოიფრენდებს შორის იყო ასევე როკერი მერლინ მენსონიც. მაკგოუნი კი 40 წლის ასაკში მხატვარ დეივი დიტეილზე დაქორწინდა.

5

პოპულალურები