LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებსაც ტყუპისცალი დედმამიშვილები ჰყავთ (ფოტოები)

94

ცნობილი ვარსკვლავებიდან ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც ტყუპისცალი დედმამიშვილი ჰყავს, რომელთანაც ზუსტი იდენტური გარეგნობისა თუ განსხვავებული ვიზუალის მიუხედავად ტყუპისცალის სტატუსს იზიარებენ.

ევა და ჯოი გრინები:

ევა გრინი დაზე სულ რაღაც 2 წუთით ადრე დაიბადა, ის აღნიშნავს ხოლმე, რომ ტყუპისცალი დისგან ძალიან განსხვავდება. ევამ 20 წლის ასაკიდან დაიწყო სამსახიობო კარიერა, ჯოის კი ამის სურვილი არასდროს ჰქონია და მეუღლესთან ერთად ნორმანდიაში ცხენების მოშენებითაა დაკავებული.

ჯიზელ და პატრიცია ბიუნდჰენები: 37 წლის ბრაზილიელ სუპერმოდელს, ასეთივე მომხიბლავი ტყუპისცალი და ჰყავს.

ჰანტერ და სკარლეტ იოჰანსონები: და-ძმას შორის საკმაოდ დიდი ვიზუალური სხვაობაა და ასეთივე განსხვავებულია სფეროები, რომლებშიც ისინი მუშაობენ. ჰანტერიც, დის მგსვასად, სამსახიობო კარიერაშიც მოსინჯა თავი, თუმცა საბოლოო პოლიტიკა არჩია, მაგალითად, 2008 წელს ის ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიისთვისაც აქტიურად მუშაობდა.

მაიკლ და ეშტონ კაჩერები: მაიკლ კაჩერს ცერებრალური დამბლა აქვს და 13 წლის ასაკში გულის ტრანსპლანტის გადანერგვა მოუწია, ამჟამად ის  გაყიდვების სფეროში მუშაობს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სამოტივაციო გამოსვლებით გამოირჩევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები