LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

95

საქველმოქმედო მატჩის „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ბილეთების ფიზიკური გაყიდვა დინამო არენას სალაროებში დაიწყო.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge-ზე 19 სექტემბრიდან მიმდინარეობს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარია, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.

29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. საქველმოქმედო მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები