LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავებთან ახლოს – სახლები ნამდვილი რომანტიკოსებისთვის

504

ადამიანები საუკუნეების მანძილზე აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს და ნატრობდნენ  უცნობ პლანეტებზე მოგზაურობას. მათ, ვინც დღესაც რომანტიკოსად თვლის საკუთარ თავს და საუკეთესო დასვენებად ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თვალიერებას მიიჩნევს, რამდენიმე ორიგინალურ ვარიანტს ვთავაზობთ ზაფხულის შვებულებისთვის.

გეოდეზიური გუმბათოვანი სახლი მსოფლიოს ბიოსფერულ ნაკრძალთან ახლოს – ვალპარისოს (ჩილე) ტყეებში ჩაკარგული გუმბათოვანი სახლი იდეალური ადგილია მშვიდი, უშფოთველი დასვენებისთვის და საყვარელ ადამიანთან ერთად ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შესასწავლად.

გუმბათოვანი სახლი ჯოშუა-თრის ნაციონალურ პარკში – ალბათ, ყველა ოცნებობს გაექცეს ქალაქის ხმაურს და კალიფორნიაში, ჯოშუა-თრის ნაციონალურ პარკში დაისვენოს, სადაც გახარჯულ ენერგიასაც შეივსებს და ღამის ცის ცქერითაც დატკბება.

სახლი-ბუშტი ტყეში – ორიგინალური სახლი-ბუშტის ინტერიერი ხელნაკეთი ავეჯითაა გაფორმებული, გამჭვირვალე კედლებიდან კი, ღამის ცასთან ერთად ტყის ხედებიც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

სახლი 40 ფუტის სიმაღლეზე ცივილიზაციისგან შორს – მართალია, სახანძრო სათვალთვალო პუნქტის ანალოგი ამერიკელმა მეტყევეებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ააგეს, მაგრამ სახლი თანამედროვე მოგზაურის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

სახლი ობსერვატორიით – თუ  ავსტრალიაში, კუნაბარარანას სახლში დაბინავდებით,  ღამის ცას და ვარსკვლავებს ნიუტონის ტელესკოპით დაათვარიელებთ.

ვარსკვლავები უდაბნოში – სან-ბერნანდინოს ოლქი კალიფორნიაში – იდეალური ადგილია ვარსკვლავების შესასწავლად და მშვიდი დასვენებისთვის ბუნებრივ, თუმცა მეტად კომფორტულ გარემოში.

“საოცარი ბუშტი” – დაუვიწყარი შთაბეჭდილებების და ჯადოსნური ცის შესასწავლად, არიზონას უდაბნოში უნდა გაემგზავროთ და “საოცარი ბუშტი” იქირაოთ.

“ქოხი” ცივილიზაციისგან შორს -თუ პალმ-სპრინგსის ორიგინალურ “ქოხში” დაბინავდებით, სახლს სახურავიც შეგიძლიათ გადახადოთ სრულად შეიგრძნოთ ზაფხულის რომანტიკა.

სახლი სოფლის ბაღში – სოფლის სახლის შუშის სახურავი ერთდროულად ავდრისგანაც დაგიცავთ და ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცით დატკბობის საშუალებასაც მოგცემთ.

ლოფტი ვერანდით – კატალონიაში საუკეთესო – მონსეკას ასტრონომიულ ობსერვატორიასთან ახლოს მოთავსებული ლოფტი ვერანდით – საუკეთესო ვარიანტია რომანტიკული შვებულების მოსაწყობად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები