LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძის კომენტარს პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს – საპატრიარქო

69

გრიგოლ ვაშაძის მიერ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ცნობა, თითქოს პატრიარქი დაინტერესდა, რა გეგმები აქვს ოპოზიციას “მახინჯი სისტემის დასანგრევად”, საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციაა და ილია მეორეს ასეთი რამ არ უთქვამს.

“ადრეც, და, სამწუხაროდ, დღესაც განმარტების გაკეთება გვიხდება კათოლიკოს-პატრიარქთან შემდგარი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. ამჯერად, მხედველობაში გვაქვს საპრეზიდენტო კანდიდატის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის კომენტარი… აღნიშნული პოზიცია არის უშუალოდ ბატონ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულება და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს”, — აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა საპატრიარქოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მედიას შეხვედრის განსახილველი თემები გააცნო. სწორედ ამ დროს გააჟღერა ვაშაძემ ზემოაღნიშნული ცნობა, რომელიც საპატრიარქომ უარყო.

“უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას”, — განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან – ნიკა რურუასთან და გიორგი ვაშაძესთან ერთად ილია მეორეს დღეს, 3 ნოემბერს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები