LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე შსს-ს რეაგირებას დადებითად აფასებს

63

ვაშინგტონში გამართულ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, თბილისში, რუსთაველის
გამზირზე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებზე ძალოვანი უწყებების რეაგირება დადებითად შეაფასა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ შეხვედრაში მონაწილე ქართული მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

აშშ-ში, კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, „ოფიციალური ვაშინგტონი უაღრესად პოზიტიურად აფასებს ქართველი სამართალდამცველების რეაგირებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე შეკრებილ ადამიანებს, საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მისცემოდათ“.

დავით ზალკალიანის აღნიშნულ კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები