LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლიჯვარში ხანძარია – ორი ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს

52

თბილისში, ვაშლიჯვარში ხანძარია. 112-ის შენობის მიმდებარედ ავტოსახელოსნოსთან ე.წ. მანქანების ბოქსებთან, ორი სატვირთო იწვის.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე უკვე გასულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

“ორი ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე იწვის ორი დიდი ზომის სატვირთო მანქანა. ცეცხლი ლოკალიზებულია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადეს სააგენტოში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ცეცხლის არეალი უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები