LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასო ფხაკაძე და ლიკუნა მეტრეველი მეორე შვილს ელოდებიან

1472

იუმორისტი ვასო ფხაკაძე და მოდელი ლიკუნა მეტრეველი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ. მათ ერთი გოგონა ჰყავთ, ულამაზესი ნინა, რომლის ფოტოები ძალიან პოპულარულია სოცქსელში.

ახლახან ლიკუნამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნინას ფოტო გააზიარა ინგლისური წარწერით, რომელიც ასე ითარგმნება: „მალე ჩემი და დაიბადება“. თავად ლიკუნამ კი ფოტოს მიაწერა: „New baby girl“, რითაც დაადასტურა, რომ ორსულადაა და გოგონას ელოდება.

ამ სიახლეს წყვილს უამრავი ადამიანი ულოცავს. ერთ-ერთი მეგობარი ლიკას უწერს: „ლიკუნა, რა მაგარია. გილოცავ, ძალიან მაგარი გოგო ხარ. მშვიდობიან ორსულობასა და მშობიარობას გისურვებ. გამიხარდა ძალიან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები